суббота, 14 сентября 2013 г.

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება:

     ორ სიმრავლეს შორის   შესაბამისობის   დამყარება.

2.პროექტის  მთავარი  იდეა:

    მოსწავლეები  მივიდნენ  იმ  დასკვნამდე, რომ  ერთნიშნა  რიცხვების  თანმიმდევრუ–
ლი  ხარისხების  განხილვისას  ერთეულების  ციფრი  პერიოდულად  მეორდება.

3.პროექტის  აქტუალობა:

       უვითარდებათ  დაკვირვების  უნარი.  დაკვირვების  საფუძველზე  მიდიან სწორ
   დასკვნამდე.  ხდება  ნატურალურმაჩვენებლიანი  ხარისხების  თვისებების  დემონ–
    სტრირება  მაგალითებზე.

4.პროექტის  მიზანი:

       კანონზომიერების  ამოცნობის  და  მისი  განზოგადების  უნარის  განვითარება.

5.მონაწილეთა  ასაკი:

      საბაზო.  VIII-ე  კლასი.  14–წლის.

6.ვადები/ხანგრძლივობა:

        ერთი  კვირა.

7.მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები,  რაც  შეიძლება  შეიქმნა:

     ერთნიშნა  რიცხვის  თანამიმდევრული  ხარისხების  განხილვისას  მოსწავლეები
   შეამჩნევენ  კანონზომიერებას  ერთეულების  თანრიგში  ციფრთა  პერიოდულად
    განმეორებას  ნებისმიერი  n  ნატურალური  რიცხვისათვის.

8.პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:

     სახელმძღვანელო,დაფა, ცარცი,  კომპიუტერი, ინტერნეტი.

9.პროექტის  მსვლელობა(ძირითადი  აქტივობები):

      –კლასს  დავყოფ  ორ  ჯგუფად  მიზნობრივი  გადანაწილებით.

      –ერთ  ჯგუფს  ვამუშავებ  2–ის  ხარისხებზე, მეორე  ჯგუფს  3–ის  ხარისხებზე.
      –ავარჩევიებ ჯგუფის ლიდერს,რომელიც გააკეთებს  პრეზენტაციას.


  მივცემ    მიმართულებას:

      –აიღეთ  ხარისხების  მაჩვენებლების  სიმრავლე  1–დან   8–მდე  და  აღნიშნეთ
       ის  X-ით.

       –აიღეთ  ხარისხების  ათობითი  ჩანაწერების  ერთეულების  თანრიგის  ციფრების
        სიმრავლე  და  აღნიშნეთ  ის  Y-ით.

       –დაამყარეთ   შესაბამისობა  X   და          Y     სიმრავლეებს  შორის.

       –რამდენი   სახე   აქვს X-ის  ყოველ   ელემენტს?

       –რამდენი  წინა  სახე  აქვს  Y-ის  ყოველ  ელემენტს?

       –ვთქვათ,  შევცვალეთ   X  სიმრავლე.  განვიხილოთ  პირველი  16   ან   პირველი
        64  ნატურალური   რიცხვი  და  შესაბამისობა  იმავე  წესით  აღვწეროთ.  იქნება  თუ             არა  ამ  ციფრების  სიმრავლე  კვლავ  Y  სიმრავლე?  რა  კანონზომიერებას ამჩნევთ?

        –მიღებული  შედეგის  პრეზენტაცია:

         მოსწავლეები  მოსალოდნელია  შეამჩნევენ  კანონზომიერებას,  რომ ნებისმიერი
          n  ნატურალური  რიცხვისთვის  ეს  სიმრავლე  არის  Y.

       -შეფასების  რუბრიკა:
   

        მოსწავლეები   შეაფასებენ  ანგარიშის  სახით.
         
          მასწავლებელი   შეაფასებს  განმავითარებელი  შეფასებით,შემდეგი კრიტერი–
          უმებით:              
         
          როგორ  დაამყარეს  შესაბამისობა  ორ  სიმრავლეს  შორის.
          კანონზომიერების ამოცნობაში.

       10.საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან კავშირი:

            მათემატიკასთან  აქვს  კავშირი.


     11.    პროექტის  ხელმძღვანელი(მასწავლებელი).

           ლელა  გუგავა

      12.ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:

           lelagugava@gmail.com

      13.  პროექტის  ვებ–გვერდი/ბლოგი:

             lelagugava.blogspot.com